DSCN1577

კურსდამთავრებულთა კონცერტი ხელოვნების სკოლაში

  მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, 2018-19 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ჩართულობით, კონცერტი მოეწყო. საგამოცდო პროგრამიდან შერჩეული 12 ნომერი საკონცერტო დარბაზში იყო წარმოდგენილი, რომელიც საფორტეპიანო განყოფილების, ასევე ქართული ცეკვებისა და საბალეტო კლასების მოსწავლეებმა შეასრულეს. წელს ხელოვნების სკოლას 25 კურსდამთავრებული ჰყავს, აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესობამ სასწავლებელი წარჩინებით დაასრულა და სურვილი აქვთ, ამავე დაწესებულების სხვა განყოფილებებზე გააგრძელონ სწავლა.

  ღონისძიება პედაგოგს, ნინო აბესაძეს, მიჰყავდა. კურსდამთავრებულთა საღამო აქ წელს პირველად გაიმართა და როგორც დირექციამ აღნიშნა იგი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. კონცერტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ხელოვნების სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობები მიიღეს, რომელიც მათ კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ ლაფერაძემ და ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელმა, ნანა ფორჩხიძემ, გადასცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს.

მარი ბაბუხადია

DSCN1510 DSCN1513 DSCN1524 DSCN1534 DSCN1539 DSCN1547 DSCN1552 DSCN1600 DSCN1620 DSCN1646