215_5479_01.MP4.Still001

კვირეული ხელოვნების სკოლაში ,,კინო-მუსიკით“ დასრულდა

    მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში მუსიკალური კვირეული ,,კინო-მუსიკით“ დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საფორტეპიანო, საორკესტრო, ხალხურ საკრავთა და ვოკალური განყოფილებების მოსწავლეები.

  საღამო პედაგოგს, ნინო აბასაძეს, მიჰყავდა, რომელიც მსმენელს, პროგრამასთან ერთად, ნაწარმოებებსა და კომპოზიტორებთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიებსაც აცნობდა.

 აღსანიშნავია, რომ სკოლის ყველა პედაგოგის მიერ სულ 25-მდე ნომერი საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადდა, რომელიც შემსრულებლებმა ოსტატურად წარმოუდგინეს მსმენელს. შესრულებული იქნა, როგორც ყველასათვის საყვარელი, ცნობილი ქართველი, ისე უცხოელი კომპოზიტორების კინო-მუსიკა, ასევე, მინიატურები სპექტაკლებიდან და ვოკალური ნომრები.

  ღონისძიებას სკოლის სხვადასხვა ანსამბლები, უმცროს და უფროსკლასელთა გუნდები და ვოკალური ჯგუფები ამრავალფეროვნებდნენ. მასში  ასევე, ჩართულნი იყვნენ  პედაგოგები.

მარი ბაბუხადია