„დედა-შვილობა“ - კონცერტი ხელოვნების სკოლაში

 
  დედის დღეს, საუკეთესო ემოციური ფონის შესაქმნელად, ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, კონცერტი გაიმართა. მისი მთავარი გმირები სკოლის მოსწავლეები, დედებთან ერთად, იყვნენ. საოცრად ლამაზი და თბილი, პოზიტიური მუხტით სავსე ღონისძიება საესტრადო, საფორტეპიანო, საორკესტრო და ხალხურ საკრავთა განყოფილებების მიერ იყო მომზადებული. წამყვანებიც კი თემატურად - დედა-შვილი, ხატია გოგელაშვილი და სესილი სოფრომაძე, იყვნენ. შესრულდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული პროგრამა თითქმის ერთი საათი ულამაზესი დედებისა და შვილების მონაცვლეობით მიმდინარეობდა. ტკბილი და ამაღელვებელი მუსიკალური ჰანგები ერთმანეთს ენაცვლებოდა და დედა-შვილობას, გამორჩეულად ერთგულ, ჭეშმარიტ და უანგარო გრძნობას, ეხმიანებოდა.

  ხელოვნების სკოლაში 3 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი, პანდემიური პაუზის შემდეგ, უკვე მეორედ გაიმართა, რითაც არაჩვეულებრივ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიების სტუმართა შორისაც ქალბატონები სჭარბობდნენ. კონცერტს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის I მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და კულტურის სფეროთა წარმომადგენლები.
ნათია მურუსიძე

4 thoughts on “„დედა-შვილობა“ - კონცერტი ხელოვნების სკოლაში

  1. Hello! I know this is somewhat off topic but I was wondering if
    you knew where I could locate a captcha plugin for my comment form?
    I'm using the same blog platform as yours and I'm having trouble finding one?
    Thanks a lot!

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.