sportisa-da-axalgazrdobis-saqmeta-saministro-logo-02121 (3)

მოსწავლე - ახალგაზრდების საყურადღებოდ!

  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის ახორციელებს ლიტერატურულ კონკურსს - „საქართველო ჩემი სამშობლოა“, რომელიც დაფუძნებულია პატრიოტულ ლირიკაზე და მიზნად ისახავს შემოქმედებითი უნარით გამორჩეული 14 - დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების გამოვლენას პოეზიაში.

კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს: 

 

  პირველ ეტაპზე მოხდება კონკურსანტების მიერ ნაშრომების წარდგენა.

  მეორე ეტაპი გულისხმობს ლექსების კრებულის გამოცემას ავტორის მოკლე ბიოგრაფიითა და ფოტოსურათით.

  კონკურსის ბოლოს, ლიტერატურულ კაფეში მოეწყობა კრებულის პრეზენტაცია, რომელიც მონაწილე ახალგაზრდებს საჩუქრად გადაეცემათ.

  პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ ლექსები, როგორც ქართულ, ასევე მათ ეთნიკურ ენაზე.

  დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ, მიმართონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ა/წ 25 სექტემბრამდე, შემდეგ მისამართზე: კარლო ლომაძის მოედანი N 3.    ტელ: 595 77 98 53.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.