გარემოს დაცვის დღე
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქცია ჩატარდა. ამ დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ცალკეული ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ სამსახურების მიმდებარე ტერიტორიებისა და სკვერების დასუფთავება მოხდა.
მამა პეტრე ლიტერატურულ კაფეში
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არსებული ლიტერატურული კაფე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა პეტრე კვარაცხელიას, მასპინძლობდა., რომელიც მისივე პოეზიით ღვთიურ სათნოებებს, ადამიანური ღირებულებების უზენაესობას ქადაგებდა. მოწიწებით კითხულობდნენ მოზარდები ჭეშმარიტი მოძღვრის პოეზიის ნიმუშებს…
"ეთნოფორი" ოკრიბაში
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გურნის თემში, სოფელ ციხიაში, ერთი ოჯახის , ხუციბერიძეების უხუცესთა ცნობილი მომღერლების მოსამსენად და ჩასაწერად აჭარის ტელევიზია გადაცემისათვის «ეთნოფორი» ეწვია. «ეთნოფორის» შემოქმედებითმა კგუფმა ფირზე აღბეჭდა და სპეციალური გადაცემა მიუძღვნა მათ.
ტყიბულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაული აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების კვირეულს ტყიბულის სამხატვრო სკოლამ საგაზაფხულო გამოფენა მიუძღვნა. გალერიის დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ეხილა მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა ნამუშევრები, მხატვრობის სხვადასხვა ჟანრობრივი ნიმუშები. მუნიციპალურ თეატრში კი გაიმართა 26 მაისისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიებები, სადაც მონაწილეობდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, თეატრისა და სტუდიის ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ტყიბულის დასი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით „დაბრუნება სოხუმში“ წარდგა
წელს, საკონკურსო ფესტივალზე, „თეატრალურ იმერეთზე“ ტყიბულის თეატრის დასი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ღირსეულად წარდგა, გურამ ოდიშარიას ნაწარმოების მიხედვით შექმნილ სცენარზე, დადგმული პექტაკლით „დაბრუნება სოხუმში“.
საგაზაფხულო - სადღესასწაულო კონცერტი მუნიციპალურ თეატრში
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში გამართულ საგაზაფხულო — სადღესასწაულო კონცერტზე მონაწილეობას იღებდნენ ქორეოგრაფიული სტუდიისა და მოსწავლე — ახალგაზრდობის სასახლის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.
კომენტარები გამორთულია