natalia

VI მოწვევის საკრებულოს ნატალია კობახიძე უხელმძღვანელებს

მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში ახალი, VI მოწვევის, საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ესწრებოდა.    სხდომა N57-ე ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნატო კენჭოშვილმა, გახსნა. მას კანონის შესაბამისად ახლადარჩეული საკრებულოს უხუცესი წევრი, იური ელიაშვილი, უძღვებოდა. წარმომადგენლობითი ორგანო ხუთი პარტიის 27 წევრით დაკომპლექტდა.

ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, 19 ხმით, საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნატალია კობახიძე, ხოლო მის მოადგილედ, ასევე 19 ხმით - დავით კუბლაშვილი.

მარი ბაბუხადია