9 მაიაი

9 მაისს ომის ხუთი მონაწილე დაასაჩუქრეს

 

ფაშიზმზე  გამარჯვების 73-ე წლისთავი ტყიბულში ტრადიციულად II მსოფლიო ომის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის, ბიუსტთან მცირე ღონისძიებით აღინიშნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და ასევე ღონისძიებაში ჩართულმა მოსწავლეებმა საბჭოთა კავშირის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის,  ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომის ხუთი მონაწილე  და ასევე,  გრიგოლ გაბრიაძის შვილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  100-100 ლარით დაასაჩუქრეს. მათ ასევე სადღესასწაულო სასაჩუქრე კალათები მერიისა და საკრებულოს სახელით მისალოც ბარათებთან ერთად გადასცეს.  მთელი ქვეყნის მასშტაბით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით სახელმწიფოსაგან   600-600 ლარს მიიღებენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს დეპუტატებმა, მერის წარმომადგენლებმა ადმინისრაციულ ერთეულებში  და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მეორე მსოფლიო ომის ის მონაწილეები, რომლებმაც აღნიშნულ ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლეს,  ოჯახებში პირადად მოინახულეს, გაესაუბრნენ და გამარჯვების დღე საჩუქრებით მიულოცეს.

მარი ბაბუხადია