,,ხრესილობის" დღესასწაული გალაკონცერტით დასრულდა

 

ხრესილის ბრძოლის გამარჯვებიდან 260 -ე წლის აღსანიშნავად  ღონისძიება გაიმართა, სადაც ჩვენი მუციპალიტეტიდან ყველა სახეობის წარმატებული ნორჩი სპორტსმენები მერიისგან სიგელებით დაჯილდოვდნენ. აქვე ხრესილის ბრძოლის 260-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში გამოვლენილი საჯარო სკოლების მოსწავლეებს წიგნები და სიგელები გადაეცათ.

ტყიბული - თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, ინიციატივით ფულადი პრიზებით 500-500 ლარის ოდენობით დაჯილდოვდნენ მოსწავლე მოჭადრაკეები, საქართველოს სასკოლო ჩემპიონი - დავით ცქიფურიშვილი და იმერეთის ჩემპიონი - ლევან ბაბუხადია. დეპუტატმა სოლიდური ფულადი პრიზი 10 000 ლარის ოდენობით გადასცა მუნიციპალიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს აღსაზრდელებისათვის ფორმების შესაძენად.

ამ ღირსშესანიშნავ თარიღს მუნიციპალიტეტის თეატრმა კონცერტი მიუძღვნა , რომელიც თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნა. მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, სიგელებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა ,,ვეფხისტყაოსნის" ზეპირადმცოდნეთა კონკურსის გამარჯვებული ქალბატონები: ანრო ცირეკიძე და ნათელა ლანჩავა.

 

საღამოს ესწრებოდნენ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტიდან, იმერეთის მხარის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე და  სხვა ოფიციალური პირები, ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, შერვაშიძეებისა და გეგელაშვილების გვარების შთამომავლები და სხვები.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია