წყარო 3

წერეთლის ქუჩის მოსახლეობისათვის წყარო განახლდა

წერეთლის ქუჩაზე არსებული ბუნებრივი წყარო, რომლითაც სისტემატურად 30 ოჯახი სარგებლობს, სრულად განახლდა. დასრულებული სამუშაოები კომუნალური გაერთიანების დირექტორმა, ავთანდილ გვენეტაძემ, მოინახულა.

წყაროსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სათანადოდ მოწყობისათვის შესაბამისი სამუშაოები კომუნალურმა გაერთიანებამ შეასრულა. აქ დამონტაჟდა მაგიდა და დასასვენებელი სკამები.  ბეტონის ფილებისაგან დაიგო მისასვლელი და აშენდა ჯებირი. მოსახლეობამ მადლიერება და კეთილგანწყობა გამოთქვა ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომუნალური გაერთიანების ხელმძღვანელობისადმი.

მარი ბაბუხადია