,,ცდა არ დაგვიკლია, უანგაროდ გვემსახურა ქალაქისათვის," - რობიზონ გვენეტაძე

 რობიზონ გვენეტაძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში, ბოლო სამუშაო შეხვედრა გამართა.

მან თავისი სამწლიანი  უფლებამოსილების ვადის მოკლე მიმოხილვა გააკეთა და გუნდთან ერთად შესრულებული სამუშაოს შეჯამება მოახდინა. 2014 წლის 2 აგვისტოდან დღემდე, მისი მმართველობის პერიოდში, 38 პროექტი განხორციელდა, რომელთა უმრავლესობაც ქალაქის კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურული ხასიათის მშენებლობებს მოიცავდა, რაც სპეციალურად გამოცემულ ბროშურაში, სახელწოდებით: ,,წარმატებისა და აღმშენებლობის სამი წელი," - აისახა.

შეხვედრა, რომელსაც სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ემოციურად დამუხტული იყო.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია