ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი უძღვებოდა

მერიის ყოველკვირეულ  თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და სხვადასხვა უწყების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

მერმა გასული ერთი კვირის მუშაობის შედეგები შეაჯამა. სამსახურების უფროსებმა და  ა.(ა).ი.პ-ების დირექტორებმა წარმოადგინეს ინფორმაცია დასრულებული, მიმდინარე, სამუშაოებისა და გეგმების შესახებ.  ასევე, სხვადასხვა კუთხით წარმოჩენილი პრობლემებისა და ხარვეზების თაობაზე. რის შემდეგაც ხელმძღვანელმა პირმა ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრისა და გამოსწორებისათვის სათანადო გასატარებელ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება და მათ ამ კუთხით გარკვეული მითითებები მისცა.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია