SANDRO

ქალაქის კოლორიტს, სანდრო ბუცხრიკიძეს, მთელი ქალაქი გლოვობს

  ტყიბულში, დღეს დილით,  ღია მოპოვების კარიერზე ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კარიერზე მოხდა. სავარაუდოდ ისინი გაზით გარდაიცვალნენ.    ცხედრები უკვე პროზექტურაშია გადასვენებული და მათ ექსპერტიზა უტარდებათ. ერთ–ერთი მათგანი 25 წლის ახალგაზრდა, სანდრო ბუცხრიკიძეა. ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ქალაქის კოლორიტს, სანდრო ბუცხრიკიძეს, გარდაცვლილ მეორე მოქალაქე, რეზო ლომთაძესთან ერთად, მთელი ქალაქი გლოვობს.