2013-14 წლებში წითელას ეპიდაფეთქების შეჩერების შემდეგ 2017 წლის აგვისტოდან კვლავ დაიწყო შემთხვევათა მატება. თუ 2017 წელს დარეგისტრირდა 94 შემთხვევა, ა/წლის 12 მარტისათვის დაფიქსირდა 387, მათი დიდი ნაწილი მოდის აჭარაზე - 229 შემთხვევა, ხოლო იმერეთში კი - 26.
მოსახლეობის დაცვა წითელასაგან და ეპიდემიური აფეთქების შეკავება შესაძლებელია, თუ შეიქმნება მაღალი იმუნური ფენა, რისი მიღწევაც აცრების ჩატარების მაღალი მაჩვენებლების დროს არის შესაძლებელი.
ამ მიზნით მოვუწოდებთ:
ა) მშობლებს, კიდევ ერთხელ გადაამოწმონ სამედიცინო დაწესებულებებში თავიანთი შვილების აცრების სტატუსი და საჭიროებისას ჩაუტარონ მათ აცრები;
ბ) 40 წლამდე ასაკის პირებს, ჩაიტარონ ერთჯერადი ვაქცინაცია წითელას საწინააღმდეგოდ აცრის სტატუსის გათვალისწინებით.
აიცერით და დაიცავით საკუთარი თავი და გარშემომყოფნი წითელას დაავადებისაგან!
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი
1 კომენტარი “ფრთხილად, წითელაა !”
კომენტარები გამორთულია