333

ტყიბულში მოხუცთათვის კულტურის ცენტრი გაიხსნა

უმწეოთა სასადილოს შენობაში მოხუცთათვის კულტურის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის, ,,ადამიანი გაჭირვებაში"-,,PIN-ის", მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,ტყიბულის მეშახტეთა შრომის დიდების საქველმოქმედო ფონდის", მიერ წარმოდგენილი გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

კულტურის ცენტრში მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება ღონისძიებები, გაიმართება შეხვედრები და მოეწყობა ფილმების ჩვენება. აქტივობებში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მარი ბაბუხადია