ტყიბულის მუნიციპალიტეტი ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალს ტრადიციულად მე-9 წელია, რაც მასპინძლობს და მას ორგანიზებას საქართველოს, იმერეთისა და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციები კლუბ ,,ტყიბულთან" ერთად უწევენ. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება და 27 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურება. ფესტივალში 70-მდე 8, 10, 12 და 16 წლამდე ასაკის ვაჟი და გოგონა მონაწილეობს.
პრიზიორები და მათი მწვრთნელები დებულების მიხედვით დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ნათია მურუსიძე
93 thoughts on “ტყიბულში ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო”
კომენტარები გამორთულია