ჩვენს ქალაქში გარე-განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს.
სამუშაოები უკვე დაიწყო და ითვალისწინებს ცენრტალურ ქუჩასა და უბნებში 800-მდე ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათების მონტაჟს. ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულება 72 ათას 300 ლარს შეადგენს. სხვადსხვა სიმძლავრის სანათები გამოირჩევა ელექტროენერგიის ეკონომიური წვის რეჟიმითა და ეფექტური ვიზუალური განათების სისტემით.
ა.(ა).ი.პ. „მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ წარმომადგენლები ძველი ლამპიონების დემონტაჟის პარალელურად გზისპირა ხე-მცენარეების გადაბელვასაც ახორციელებენ, რათა ხელი არ შეეშალოს ქსელის რეაბილიტაციას.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, პირადად დაინტერესდა პროცესის მიმდინარეობით და ქალაქის შემოსასვლელში დაწყებული სამუშაოები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ქუჩის სანათების მთლიანად შეცვლა -10 დღეში, ხოლო დანარჩენი ქუჩების - დაახლოებით თვენახევარში მოხდება. რაც შეეხება ჩანაცვლებულ ძველ ლამპიონებს მათ მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაანაწილებენ.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია