ხრესილის ომიდან 260-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით სარედაქციო კოლეგიამ სპეციალური ნომერი მიუძღვნა ხრესილის ბრძოლას და სოლომონ I-ის ეპოპეას.
აღდგენილი, ისტორიული, რვაგვერდიანი, ფერადი, ილუსტრირებული, მაღალპოლიგრაფიული გაზეთის „ტყიბულის“ ოცდამეორე ნომერი. გთავაზობთ სრულ ელექტრონულ PDF ვერსიას.
(იხილეთ გაზეთის ელექტრონული ვერსია). ათწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს უკვე თქვენს წინაშე წარდგა გაცოცხლებული და განახლებული, ჭარმაგი, იუბილარი (10 სექტემბერს მას დაარსებიდან 85 წელი უსრულდება) გაზეთი, რომელსაც დაუბრუნდა მისი ისტორიული სახელი „ტყიბული“, და რომელიც არ უღალატებს სანიმუშო ტრადიციებს, უანგარო სამსახურს გაუწევს მის ერთგულ მკითხველს, გახდება თითოეული თქვენთაგანის საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე.. აღწერს და ასახავს იმ დროს, რომელსაც თაობები ქმნიან და თაობები ალამაზებენ და რაც მთავარია, იტყვის მართალ, უშიშარ სიტყვას, რომელიც ჭეშმარიტებასთან მიგვიყვანს... რამეთუ ამ წუთისოფელში სუფთა ფურცლის გარდა კიდევ არსებობს სინდისი, რომელზეც უნდა იწერებოდეს სიმართლე დასაბამიდან უსასრულობამდე...
http://infotkibuli.ge/wp-content/uploads/2017/12/Gazeti-Tyibuli1.pdf
67 thoughts on “„ტყიბულის“ ახალი, სპეციალური ნომერი გთავაზობთ”
კომენტარები გამორთულია