ახალი მოწვევის საკრებულომ რიგით III სხდომა გამართა, რომელსაც ამავე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა და მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ესწრებოდა. დღის წესრიგის მიხედვით 18 საკითხი იქნა წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობაც მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი სამსახურების დებულებების დამტკიცებას შეეხებოდა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის დამტკიცდა განკარგულების პროექტი - ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ," რომლის ჩამონათვალიც 6 ძირითადი მიმართულებისაა. ასევე, ცნობად იქნა მიღებული ორი , "ქართული-ოცნება- მრეწველებისა" (თავ-რე ბონდო კუბლაშვილი ) და "ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავ-რე მარინა რობაქიძე ), ფრაქციის რეგისტრაცია.
საკრებულოზე წარმოდგენილი ყველა პროექტი კენჭისყრის შედეგების მიხედვით მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით.
მარი ბაბუხადია
3 thoughts on “საკრებულოს სხდომაზე ორი ფრაქცია დარეგისტრირდა”
კომენტარები გამორთულია