ტყიბულის სპორტის სასახლეში მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მერიის, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტში შემავალი ა.(ა).ი.პ.-ების წარმომადგენლების ჩართულობით, სპორტული ღონისძიება სახელწოდებით ,,ფიზიკური აქტივობა ყველასათვის სასარგებლოა" მოეწყო.
ის მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას, ასევე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურებსა და ორგანიზაციებში დასაქმებული პირების ურთიერთდაახლოებასა და აღნიშნული შეჯიბრებით მათ წახალისებას. მასში, აქტივობის ინიციატორი, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მოადგილეებთან, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, პირადად მონაწილეობდა.
გუნდებს შორის შეხვედრები გაიმართა ოთხ სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის მინი ფეხბურთშიც. მონაწილეები მერიისაგან სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მარი ბაბუხადია
76 thoughts on “სპორტულ თამაშებში ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ”
კომენტარები გამორთულია