20526285_1968149466760280_4654411637049189689_n

სოციალური სამრეცხაო უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებისათვის

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში"-,,PIN-ის" ერთობლივი ძალისხმევით უმწეოთა სასადილოში ე. წ. სოციალური სამრეცხაო გაიხსნა.

საგრანტო კონკურსზე გამარჯვებული, 9750 ლარის ღირებულების, პროექტი ,,PIN-ის" მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის,  ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული სერვისი უმწეოთა სასადილოს მომსახურებით მოსარგებლე 100 ბენეფიციარისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

მარი ბაბუხადია