DSCN3086

სახელმწიფო კამპანია ფაროსანას წინააღმდეგ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, აზიური ფაროსანასა და მისი კონტროლის მექანიზმების სახელწიფო კამპანიის ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდნენ.   ინვაზიური მავნებლის შესახებ ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება, რომლის მიზანიცაა ფერმერებისა და გლეხების, ასევე, მთლიანად საზოგადოების სწორად ინფორმირება. საქართველოში ფაროსანა 2015 წლიდან გამოჩნდა და მისი პოპულაცია ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება. აღსანიშნავია, რომ ერთი მავნებლისაგან სეზონის ბოლოს, შემოდგომისთვის, 30 ათასამდე შთამომავალი ჩნდება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის როლი და ჩართულობა ამ საყოველთაო სტრატეგიაში, რათა მისი რიცხოვნობა მაქსიმალურად დაბალ მაჩვენებლამდე იქნას დაყვანილი. წელს სახელმწიფო ამ მიმართულებით 50 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, დაბეჭდილია ბუკლეტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები, რომელიც მოსახლეობაში დარიგდება. ასევე, გაძლიერდება მონიტორინგი, დამონტაჟდება 100 ათასზე მეტი ფერომონი (ხაფანგი) და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკა (70 ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო 50 – მცირემოცულობიანი შემასხურებელი), რომელიც ქიმიურ ღონისძიებებს გაატარებს სოფლებში. ტყიბულის მუნიციპალიტეტს აქედან გამოყოფილი ექნება 5 ერთეული ტექნიკა და პესტიციდების საჭირო რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ მავნებელი 300-მდე სახეობის მცენარეს აზიანებს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მის საწინააღმდეგოდ მიმართულმა ღონისძიებებმა მასშტაბური ხასიათი შეიძინოს.

DSCN3065 DSCN3073 DSCN3075 DSCN3079 DSCN3088 DSCN3096 DSCN3102 DSCN3111

ნათია მურუსიძე