საქალაქო პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

ტყიბულის სპორტის სასახლეში მაგიდის ჩოგბურთში საქალაქო პირველობა გაიმართა.

მასში მონაწილეობას 12 მოყვარული მოთამაშე იღებდა, რომელთა ასაკი, დებულების მიხედვით, 18 წლის ზევით განისაზღვრა. ტურნირის ორგანიზატორი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი იყო, რომლის წარმომადგენლებიც მსაჯობას უწევდნენ გათამაშებას. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილზე ცოტნე ჯანელიძე გავიდა, II-ზე - გიორგი ბოჭორიშვილი,  ხოლო III ადგილზე - გიორგი კლდიაშვილი. პრიზიორებს ორგანიზატორებისაგან სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “საქალაქო პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

  1. Уведомление: 1recluse

კომენტარები გამორთულია