ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა რომან კეთილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაკრებ გუნდებს შორის. შეჯიბრი ტრადიციულად უკვე მეხუთე წელია, რაც ტარდება და მას ორგანიზებას ტყიბულის სპორტული ცენტრი უწევს. ამჯერად, ასპარეზობაში 2002-03 წლებში დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობდნენ ქალაქის N1, N4, N5, N6, N7, ასევე, კურსებისა და გელათის საჯარო სკოლებიდან. საქალაქო პირველობის მიზანია კალათბურთის პოპულარიზაცია და მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
ტურნირი ტარდება ფიბას საერთაშორისო წესებით, რომელსაც სპორტული ცენტრის მიერ დამტკიცებული მსაჯთა კოლეგია ადევნებს თვალყურს. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 15 ივნისს, ფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელსაც შეჯიბრის გარდამავალი თასი გადაეცემა.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია