ხიდი

საფეხმავლო ხიდი მოსახლეობისათვის

მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს რეაგირების საფუძველზე, ტყიბულის კომუნალურმა სამსახურმა (უფროსი-გია დოლაბერიძე) სვანეთის ქუჩის კერძო დასახლების, გიორგაძის ქუჩასთან დამაკავშირებელი, საფეხმავლო ხიდი კაპიტალურად მოაწყო.

წლების განმავლობაში აქ 35-მდე ოჯახი სახელდახელოდ მოწყობილი ხის ბოგირით სარგებლობდა.

გარდა ამისა, კომუნალურის წარმომადგენლებმა, გამსახურდიას ქუჩაზე N27-29 კორპუსების ზემოთ, კერძო დასახლებაში არსებული  სანიაღვრე არხი გაწმინდეს. მრავალი წლის მანძილზე დალექილი ქანებისაგან ამოვსებული და გაუვალი (250 მეტრი სიგრძის) წყალგამტარი სისტემა გასუფთავდა და მოწესრიგდა, რასაც მოსახლეობა მადლიერებით შეხვდა.

ნათია მურუსიძე