BEGUNI

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტყიბულში გეზრბენით დაიწყო

   საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები ტყიბულში გეზრბენით დაიწყო.        ღონისძიება, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. მასში ჩართულნი იყვნენ ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლების 2002-2003-2004წ.წ. დაბადებულ მოსწავლე გოგონათა და ვაჟთა გუნდები. ისინი ოთხ-ოთხი მონაწილით იყვნენ დაკომპლექტებულნი და  თან ახლდათ  მწვრთნელ-მასწავლებლები.

  შეჯიბრება, როგორც ოლიმპიადის დებულება ითვალისწინებდა ამანათრბენის( ესტაფეტის) სახით მოეწყო.  თითოეულმა მონაწილე გოგონამ დისტანციის 800 მეტრიანი (2 წრე), ხოლო ვაჟმა მოასპარეზეებმა კი, 1200 მეტრიანი (3 წრე) მონაკვეთი გაირბინეს. იმის მიხედვით თუ რომელი   გუნდის მეოთხე წევრმა გადაკვეთა პირველმა ფინიშის ხაზი, გამოვლინდნენ გამარჯვებულები: გოგონებში - N7 საჯარო სკოლის, ხოლო ვაჟებში- გელათის საჯარო სკოლის გუნდები. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში ჩაერთვებიან.

  ღონისძიება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადება და მსაჯების შერჩევა  სპორტულმა ცენტრმა უზრუნველჰყო.

  სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები გარდა გეზრბენისა გაიმართება: კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთში, ბადმინტონში, ფრენბურთში, მინი-ფეხბურთსა და მხიარულ სტარტებში.

  მარი ბაბუხადია