ტყიბული კვლავ მგლოვიარეა... მთელი ქალაქი ემშვიდობება ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობს, სანდრო ბუცხრიკიძეს, რომელმაც თავისი ამქვეყნიური ყოფის, 27 წლის, მანძილზე უშურველად თესა სიკეთე და სიყვარული.
ტყიბულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, მამა იოანემ (კობახიძე), მას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა.
სამგლოვიარო პროცესიამ მუნიციპალიტეტის თეატრში გადაინაცვლა, სადაც ახალგაზრდა არტისტი ჩოხოსნებმა მის საყვარელ სცენაზე დაასვენეს. თეატრის დირექტორმა, რეჟისორმა, ლალი კუბლაშვილმა, საზოგადოებას სანდრო ბუცხრიკიძის, განვლილი გზა გაახსენა.
იმერეთის სამხარეო გუბერნიამ და თეატრალურმა საზოგადოებამ, უამრავ ადამიანთან ერთად, სამძიმარი გამოუცხადეს ოჯახს, ქალაქსა და ტყიბულის დასს.
ნათია ნურუსიძე
68 thoughts on “სანდროს შეწყვეტილი დრო...”
კომენტარები გამორთულია