18422456_10154830916728073_3045242817098995405_o

სამძიმარი გარდაცვლილ მეშახტეთა ოჯახებს

სამწუხაროა, რომ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა დღეს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში. დახლოებით 03:50 საათზე, დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა „სამთო დარტყმა“ - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ტრავმული დაზიანება მიიღო სამმა მეშახტემ, ხოლო 6  ადგილზე გარდაიცვალა.

ტყიბულის მინიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და  სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს დაღუპული მეშახტეების ოჯახებს.