მერიის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში ახალი მოწვევის საკრებულოს რიგით II სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. სხდომას, დეპუტატებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ესწრებოდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა, თემურ ძაგნიძე. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას თემურ ქელბაქიანი უხელმძღვანელებს. კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას-იოსებ რობაქიძე. ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას-ისიდორე ლომთაძე, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას-გრიგოლ ჩიხლაძე.
დაფუძნდა ორი: ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსა" (თამჯდომარე: როლანდ არსენაშვილი) და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (თავმჯდომარე: დავით ქათამაძე) ფრაქცია.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია