36234777_1175017479306954_2368887717460180992_n

საკრებულომ 6 პროექტი განიხილა

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა.   შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, დეპუტატები, თანამომხსენებლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. დარბაზში მსხდომებმა  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახანს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა მსახიობის, სანდრო ბუცხრიკიძის, ხსოვნას.

დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხიდან, პირველი - 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, პრიორიტეტებსა და მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მიზნით, საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N43-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა. გაიზარდა სკოლამდელი ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია საქონელი და მომსახურების, ასევე, სხვა ხარჯების მუხლები, N6 საბავშვო ბაღის ინვენტარით აღჭურვისა და ტექნიკური პირობების მოპოვების უზრუნველყოფისათვის, მთლიანობაში 46,5 ათასი ლარით. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანამონაწილეობის 20% - 12 ათასი ლარი, სპორტისა და დასვენების ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციიდან, გადატანილი იქნა მერიის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში. ასევე, განხორციელდა სხვა ცვლილებებიც.

საკითხი, რომელიც ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში რამდენიმე დასახელების მოძრავი ქონების დამატებას, დეპუტატების გადაწყვეტილებით, შემდეგი სხდომისათვის იქნა გადადებული.

2018 წლის პირველ ნახევარში (5 თვეში) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები და ინფორმაცია წარმოადგინეს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ადმინისტრაციული, სივრცით მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურების ხელმძღვანელებმა და ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორის მოადგილემ.

საკრებულომ ყველა საკითხს კენჭი უყარა და დაამტკიცა.

ნათია მურუსიძე

36228775_1175017532640282_5097925536659800064_n 36230250_1175019019306800_2573742882791882752_n 36268643_1175017385973630_9112864864790904832_n 36293278_1175018119306890_4613930005695561728_n