ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ ორგანოს ხელმძღვანელი, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ესწრებოდა. დღის წესრიგის თანახმად 14 საკითხი იქნა განხილული. პირველი მათგანი, 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესახებ, 22 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილებების განხორციელებას შეეხებოდა. გასული წლის ბოლოს არსებული ნაშთიდან ამ პერიოდისათვის მიმართულმა თანხამ 3 მილიონ 119 ათასი ლარი შეადგინა, რომელიც, გადასახდელების მიხედვით, მიმდინარე და სხვადასხვა პროექტებზე გადანაწილდა.
სხდომაზე მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცება, ხოლო გარკვეულ ნაწილში - ცვლილებების შეტანა მოხდა. ასევე, დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.
დეპუტატებმა ყველა საკითხი კენჭისყრით მიიღეს.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია