31 ianvari

საკრებულომ სამსახურების ანგარიშები დადებითად შეაფასა

საკრებულოს 2018 წლის I გეგმიურ სხდომას ამავე ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა.  შეხვედრას დეპუტატებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და ა.(ა). ი.პ. - ების დირექტორები ესწრებოდნენ.

 

დღის წესრიგი სულ 7 საკითხს, მათგან ექვსი - 2017 წლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენასა და შეფასებას მოიცავდა. ისინი თავიანთი სფეროების მიხედვით, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა  და  ა.(ა). ი.პ. - ების: სამხატვრო სკოლის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების, საინფორმაციო ცენტრის, ხელოვნების სკოლისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორებმა წარმოადგინეს. ყველა განხილული ანგარიში დადებითად იქნა შეფასებული.

მარი ბაბუხადია