საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე 10 საკითხი განიხილა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა.

შეხვედრას დეპუტატებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ესწრებოდა. დღის წესრიგის თანახმად 10 საკითხის განხილვა მოხდა.

სხდომაზე რამდენიმე სამსახურისა და ა.(ა).ი.პ-ის 2017 წლის მუშაობის ანგარიშები მოისმინეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში რეორგანიზაციის განხორციელება იგეგმება. განკარგულების პროექტის თანახმად დღეს არსებული 15 ა.(ა).ი.პ-ის გამსხვილება უახლოეს მომავალში მოხდება, რაზეც საკრებულომ აღნიშნულ ცვლილებებს თანხმობა მისცა.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.