bagebi

საბავშვო ბაღები სასწავლო წელს 600-მდე აღსაზრდელით შეხვდნენ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი საწავლო წელი დაიწყო.

გამგებლის I-მა მოადგილემ, შალვა გაბრიაძემ, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ალეკო ბიბილაშვილმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო ჭუმბურიძემ და სხვა წარმომადგენლებმა, ქალაქის მასშტაბით, საბავშვო ბაღები მოინახულეს. მათ პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

მარი ბაბუხადია