ra sad rodi

"რა? სად? როდის?" - შესარჩევი თამაშები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

მეექვსე წელია, ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ინტელექტუალურ თამაშს  ,,რა? სად? როდის?"  მართავს, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები იღებენ მონაწილეობას.

წელს შესარჩევ თამაშებში 15 გუნდი ჩაერთო, რომელთა შორის საუკეთესო შედეგის მქონენი, გაზაფხულზე ფინალური ტურის თამაშში, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვებული კი ერთი წლით სასახლის გარდამავალი თასის მფლობელი გახდება.

ნათია მურუსიძე