„ორი ჯუჯა და მეგობრები" ტყიბულში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ტურნეს, ,,ორი ჯუჯას და მეგობრების,“ ფარგლებში კონცერტი გაიმართა.  პროექტი უკვე მესამე წელია მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს და სიხარულს ანიჭებს მსმენელს. ყველასათვის საყვარელი შემსრულებლები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში აწყობენ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ მათ უკვე 130-ზე მეტი კონცერტი აქვთ ჩატარებული.

  თეატრში გამართულმა საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. დადებითი ემოციებით სავსე მსმენელი ოვაციებით ხვდებოდა, როგორც „ორი ჯუჯას“ - ვახტანგ ტატიშვილისა და ნუგზარ კვაშალის, მიერ გაჟღერებულ  ანსამბლ „ივერიის“ ცნობილ რეპერტუარს, ისე მათი მეგობრების, მაკა ქაჯაიასა და ზურაბ კობეშავიძის, შესრულებულ სიმღერებს, მათ შორის, ცნობილი ქართული მულტფილმებიდან, ასევე, მიუზიკლებიდან „თოვლის ბებოს ზღაპარი“ და „ჩხიკვთა ქორწილი." ბავშვებმა მომღერლებთან ერთად სცენაზე ბევრი იმღერეს, იცეკვეს და იმხიარულეს. განსაკუთრებული ხალისიანი განწყობა პატარა მაყურებლებს საცირკო სანახაობებით ჯამბაზმა ,,ვოვამ“ შეუქმნა. მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე დრო მხიარულად გაატარეს.

  პროექტის - „ორი ჯუჯა და მეგობრები“ ორგანიზატორია ასოციაცია „ჯადოსნური ხმების" პრეზიდენტი, თამაზ ქაჯაია, თანაორგანიზატორი კი, ტელეკომპანია „ვარსკვლევები.“ ღონისიძიება ჩვენს ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის, „კულტურის ობიექტების გაერთიანების,“ საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით მოეწყო.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                     მარი ბაბუხადია

DSC_0300 DSC_0303 DSC_0310 DSC_0318 DSC_0321 DSC_0327 DSC_0366 DSC_0368 DSC_0369 DSC_0382 DSC_0394 DSC_0422

 

1 კომენტარი “„ორი ჯუჯა და მეგობრები" ტყიბულში

  1. Уведомление: 2passwords

კომენტარები გამორთულია