საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს დაუბრუნდა. იგი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის, ლოცვა-კურთხევით მოგზაურობს. კახეთის დედოფლის ეს უდიდესი სიწმინდე, ნიკორწმინდის ეპარქიის მოლოცვის შემდეგ, ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ეპარქიის სასულიერო პირების, მამა იოანესა და მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევითა და მორწმუნე მრევლის თანხლებით დააბრძანეს. მეორე დღით კი, დიდი სიწმინდე, საწირის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში გადააბრძანეს. ტყიბული-თერჯოლის ეპარქიის მართლმადიდებელ მრევლს, ერთი დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდა, თაყვანი ეცა და ლოცვა-კურთხევის მადლი ეთხოვა დედოფალი-წმინდანისაგან.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია