ნორჩმა სპორტსმენებმა ქალაქი კვლავ ასახელეს

5 ნოემბერს, ქალაქ თბილისში გამართულ  საქართველოს თასის პირველობაზე კუნგ ფუ-ში ტყიბულის სპორტული ცენტრის  ,,ოლეგ ფანჩულიძის კუნგ- ფუს სკოლის” აღსაზრდელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს. მათ მოიპოვეს ექვსი  - I და   ხუთი - II ადგილები. საერთო ჩათვლაში მუნიციპალიტეტის  ნაკრებმა გუნდური I ადგილი აიღო. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 15 კლუბი და ასევე, აზერბაიჯანის ნაკრები მონაწილეობდა.
ჩემპიონები გახდნენ: ნიკა ჩაფიძე, ლუკა ბრეგაძე, საბა გელაძე, ნიკა ბარბაქაძე, საბა აბესაძე, ნიკა ბუბაშვილი, ხოლო პრიზიორები  -  გიორგი ჭიჭიკოშვილი, ლუკა ბარბაქაძე, ბაჩუკი დიხამინჯია, ლევან ცნობილაძე, ლუკა ქაშიბაძე. გუნდი მოამზადეს მწვრთნელებმა:  ოლეგ ფანჩულიძემ და ლაშა ცქიფურიშვილმა.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.