ორპირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნაბოსლევში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ხელშეწყობით, გრძელდება ბეტონის საფარიანი გზის დაგება. პროექტი, რომლის ღირებულება 98 680 ლარია , ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე მოხდა გზის, ე.წ. "გრეიდერის" ტიპის ტექნიკით, მოსწორება, მოხრეშვა და სანიაღვრე არხების გაჭრა, ამჯერად კი - ბეტონის საფარის მოწყობა დაახლოებით 450 გრძივ მეტრზე ხდება. სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული ფირმა, შ.პ.ს. "ტობე" ანხორციელებს.

კომენტარები გამორთულია