წელს, მოწამეთის მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა მოხდება.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, განხორციელდება, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ 380 ათას ლარს შეადგენს და ითვალისწინებს კომპლექსის რეაბილიტაციას, ახალი პარკინგის მოწყობას, საკომუნიკაციო სისტემის აღდგენას, არსებული ვიზიტორთა ცენტრის შენობის განახლებასა და სხვა.
ამ ეტაპზე მომზადებულია პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, რომლის საჯარო განხილვაც მგფ-ის წარმომადგენლება ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში მოაწყვეს.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “მოწამეთაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება”
კომენტარები გამორთულია