სასახლე 5

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად, მონიტორინგის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.     რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 2100 კვ.მ ფართზე შენობის სრული გადახურვა ხორციელდება. ხელშეკრულების შესაბამისად 16 ოქტომბერს სახურავის რეაბილიტაციის პროცესი დასრულებული იქნება.

ნათია მურუსიძე