,,მოდი ღამე მუზეუმში"

  მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ გაიმართა.   მას ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გამოფენით შეუერთდა. ღონისძიება წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა.

საგამოფენო სივრცეში, ამავე დაწესებულებაში მუზეუმის ორგანიზებით გამართულ ვიქტორინა-კონკურსზე გამოვლენილი საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდების დაჯილდოება მოეწყო. I, II და III ადგილებზე გასულები კულტურის ობიექტების გაერთიანებისაგან დიპლომებით დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, გადასცა.

დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, 18 საათიდან 01 საათამდე, წვეოდნენ ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და გაცნობოდნენ აქ წარმოდგენილ ექსპონანტებს.

„მოდი ღამე მუზეუმში“ კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.

მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “,,მოდი ღამე მუზეუმში"

  1. Уведомление: 2ammonium

კომენტარები გამორთულია