მინი-ფეხბურთში ფინალური თამაშები იწყება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში დასკვნით ეტაპზე გადავიდა.  საწირის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე ფინალური შეხვედრები ხვალ, 28 აგვისტოს, 11 საათზე, გაიმართება. III ადგილისათვის ერთმანეთს კეცხოველის „კეცხოველი" და საწირის „კურორტი" დაუპირისპირდებიან, ხოლო I და II ადგილებისათვის გამსახურდიას „ქალაქელები" და ხრესილის „ხრესილი" იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირს ორგანიზებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური უწევს. თითოეული გამარჯვებული გუნდი მუნიციპალიტეტისაგან ფულადი პრიზებითა და თასებით დაჯილდოვდება.

კომენტარები გამორთულია