minifexburti

მინიფეხბურთში N6 სკოლამ გაიმარჯვა

საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა, ჩვენს ქალაქში, სპორტის ექვს სახეობაში მიმდინარეობს. ამჯერად, შეჯიბრი მინიფეხბურთში გაიმართა, რომელსაც სპორტის სასახლემ უმასპინძლა. გათამაშებაში ათი გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ ქალაქის N1, N2, N4, N6 , N7 და სოფლების - საწირის, ორპირის, კურსების, გელათისა და სოჩხეთის საჯარო სკოლების წარმომადგენლები. თამაშები ოლიმპიური სისტემით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თითოეული გუნდი ხუთ-ხუთი მოთამაშით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც 2002-03-04 წლებში დაბადებული მოსწავლეებისაგან შედგებოდა. მატჩები ორ 10 წუთიან ტაიმსა და 5 წუთიან შესვენებას მოიცავდა. ფინალში ერთმანეთს გელათისა და N6 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. მათ შორის, გამარჯვებული ანგარიშით 2:1 მეექვსე სკოლელთა გუნდი გახდა.

ღონისძიებას ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, საფეხბურთო სკოლის მხარდაჭერით, გაუწია.

აღსანიშნავია, რომ მინიფეხბურთის მუნიციპალური ტურის გამარჯვებული მონაწილეობას რეგიონულ ეტაპზე მიიღებს.

ნათია მურუსიძე