"მეშახტე" 20 გუნდს შორის VIII ადგილს ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგის 6 ტურის შედეგად ,,მეშახტემ“ 10 ქულა დააგროვა. ის 25 მარტს,  ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, გამართულ შეხვედრაზე, სტუმარ გუნდთან,  ზუგდიდის ,,ზუგდიდთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდა. 29 მარტს კი, გასვლით თამაშში, თბილისში, ერთ-ერთ ლიდერს, ,,გარდაბანს“ 1:0 მოუგო. ხოლო 3 აპრილს ,,მეშახტემ, საკუთარ სტადიონზე, ,,მარკ სტარსს“ უმასპინძლა, სადაც შეხვედრა ფრედ, 0:0, დასრულდა. ამ დროისათვის იგი სატურნირო ცხრილში, 20 გუნდს შორის, მე -8 ადგილზეა. შემდეგ მატჩს კი,  ჩვენი ფეხბურთელები , 12 აპრილს, ხონში, ,,იმერეთთან“ გამართავენ.

მარი ბაბუხადია

30070378_1513067062152723_1690711153_o 30122288_1513063258819770_1225226533_o 30122620_1513067498819346_1251656546_o 30125876_1513063902153039_580992771_o

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.