,,მეშახტემ'' ,,ჭიათურა'' 2:0 დაამარცხა

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ლიგის მორიგ კალენდარულ შეხვედრაზე  ,,მეშახტემ“  ჭიათურის ,,ჭიათურას“ უმასპინძლა. მატჩი ვლადიმერ ბოჭორიშვილის  სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. თამაშის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს  5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში, დაღუპულ მეშახტეთა ხსოვნას.

დაძაბული ასპარეზობის   36-ე წუთზე  ანგარიში ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა ლაშა ჩიხლაძემ გახსნა, ხოლო მეორე ბურთი, სტუმართა კარში, შალვა გაბუნიამ გაიტანა. შეხვედრა ,,მეშახტის“ სასარგებლოდ, ანგარიშით, -  2:0 დასრულდა.  შემდეგი მატჩი 28 აპრილს, ქედაში, ,,ბეთლემთან“ გაიმართება. ,,მეშახტე'' ამჯერად  სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-9 ადგილზეა.

მარი ბაბუხადია

31306793_1938582726452810_3769604804704206848_n 31311339_1938582789786137_5222176694265184256_n 31282788_1938582766452806_5215309797473124352_n 31239353_1938582799786136_5501774499684548608_n 31224279_1938582763119473_453751350518349824_n 31218587_1938582783119471_6290858492739715072_n 31195659_1938582746452808_1684833687885053952_n

 

 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.