2 მაისს, ტყიბულის ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ფეხბურთში, მესამე ლიგის მე-10 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ტყიბულის „მეშახტე" და ხობის „კოლხეთი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. თუმცა, პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ვერ მოხერხდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მე-5 წუთზე, პირველი გოლით, შალვა გაბუნიამ, „მეშახტე" დააწინაურა. სტუმრებმა 64-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
ამ მომენტისათვის ტყიბულის გუნდი სატურნირო ცხრილში, 17 ქულით, V ადგილზეა.
მომავალ გასვლით მატჩს „მეშახტე" ჩხოროწყუში, კლუბ „სამეგრელოსთან," გამართავს.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “„მეშახტემ" სატურნირო ცხრილში VII-დან V ადგილზე გადაინაცვლა”
კომენტარები გამორთულია