ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ ჩუბინიძის, ბრძანებით, ცოტა ხნის წინ, ჩამოყალიბდა მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც 11 წევრია გაერთიანებული.
სტრუქტურას, რომელიც დაფუძნებული იქნება ძირითად პრინციპებზე, როგორიცაა კანონიერება, საჯაროობა და მიუკერძოებლობა, N6 საჯარო სკოლის დირექტორი, შოთა ჯინჯიხაძე, უხელმძღვანელებს.
საბჭოს პირველი შეკრება მერის სამუშაო კაბინეტში გაიმართა. დღის წესრიგის თანახმად შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, რომელთა შორისაა: მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-ებში განსახორციელებელი სტრუქტურული რეორგანიზაციები.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია