მედიკამენტები დეპუტატის სახელით

ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, ინიციატივითა და მხარდაჭერით  ოცამდე სოციალურად დაუცველ უმწეო და მარტოხელა ბენეფიციარს, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მედიკამენტების განსაზღვრული ოდენობა გადაეცა.

სამედიცინო ხასიათის კამპანიას ორგანიზება ამჯერადაც  დეპუტატის ბიუროს ტყიბულის ოფისმა გაუწია. აღსანიშნავია, რომ წამლების ჩამონათვალი სააფთიაქო კომპანია ,,ავერი ფარმას" ტყიბულის აფთიაქში შეირჩა და დაკომპლექტდა. მათ აქციის მონაწილეებს წინასაახალწლოდ გარკვეული ფასდაკლებაც გაუკეთეს.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “მედიკამენტები დეპუტატის სახელით

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.