კონცერტი სადღესასწაულო განწყობისათვის

ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ტრადიციული სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.

ქალაქში მოქმედმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა ტყიბულელებსა და მის სტუმრებს  სასიამოვნო საღამო შესთავაზეს. ყველასათვის საყვარელი ქორეოგრაფიული თუ ვოკალური კოლექტივები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ღონისძიების მსვლელობისას მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები ფულადი თანხითა და სიგელებით დაასაჩუქრა. მან, ასევე, ქორეოგრაფიული ანსამბლის, ,,ოკრიბის," ხელმძღვანელებს, გულჩე და ჯემალ ბოცვაძეებს, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის მიერ მინიჭებული ჯილდოები გადასცა.

საზეიმო საღამოს კულმინაცია კარლო ლომაძის მოედნის თავზე გაშვებული მრავალფერი ფოიერვერკი იყო.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.