მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა და უშუალოდ ამავე სასწავლებლის რექტორის, რევაზ კიკნაძის, მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. მანამდე კი, რექტორმა ტყიბულის ხელოვნების სკოლის საორკესტრო განყოფილებას მასტერკლასი შესთავაზა.
მუსიკალური საღამო კლასიკურ და ჯაზის განყოფილებებს მოიცავდა. ახალგაზრდა შემსრულებლებმა ყოველი ნომრის დასრულებისას ოვაციები და მხურვალე აპლოდისმენტები მიიღეს მაყურებლისაგან.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “კონსერვატორიის სტუდენტთა კონცერტი ხელოვნების სკოლაში”
კომენტარები გამორთულია